ზურაბ გაიპარაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი:
ტრისტან მახაურის წიგნიდან „წარმოდგენები საიქიოზე სვანეთსა და ფშავ-ხევსურეთში:“
“უპატრონო მკვდარი ყოფილა ფშავში ვინმე იერემო, რომელსაც დამტირებელი არა ჰყოლია. დატირების გარეშე კი მიცვალებულის დაკრძალვა არ შეიძლებოდა. ბოლოს ხალხიდან გამოსულა ერთი თამამი ქალი, ცხედართან მისულა და მკვდარი ასე დაუტირებია:
“მაჰკვდია, ბეჩავო იერემო,
დასდევა სიღარიბის ჯოხი?
მიწანიმც დაილოცებიან,
შიშველნი დაგიმალნა ხორცნი!”
– შენ ბევრი დაგიტირებს, ჩემო ტრისტან, ბეჩავ ფშაველო, ჩემო სიჭაბუკის უღალატო მეგობარო, ნათელო კაცო!"
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტრისტან მახაური გარდაიცვალა.