მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 750 ათასს გადააჭარბა

13 Aug 2020 21:31

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 750 ათასს გადააჭარბა.


ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, COVID-19-ს 750 371 ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსით დაინფიცირდა 20 666 156 ადამიანი, ხოლო 12 856 698 პაციენტი გამოჯანმრთელდა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.



კომენტარები:

ფართი შოპი