თენგიზ ცერცვაძე: დღეში 25 ინფიცირებულზე ევროპის ბევრი ქვეყანა ოცნებობს

14 Aug 2020 12:34

საქართველო ერთ მილიონ მოსახლეზე მყარად ინარჩუნებს ევროპის 49 ქვეყანას შორის (შემთხვევები საერთო რაოდენობით და გარდაცვლილის რაოდენობით) 49-ე ადგილს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.


„ერთი შეხედვით ჩანს, რომ დღეში 25 ან 14 შემთხვევა ბევრია, რადგან მივეჩვიეთ და ცოტა განებივრებულები ვართ ძალიან დაბალი რიცხვებით, თორემ ის 25, რაც ჩვენ ბევრი გვგონია ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის ქვეყნების უმრავლესობისთვის ოცნებაა. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ საქართველომ მიაღწია არამარტო ძალიან წარმატებულ შედეგებს, ეს წარმატება მდგრადი აღმოჩნდა“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი