ინგლისელმა მეცნიერებმა დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს

14 Aug 2020 13:45

ინგლისში დინოზავრის აქამდე უცნობის სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ტირანოზავრ რექსის მონათესავეა. 


აღმოჩენა საუთჰემპტონის უნივერსიტეტის პალეონტოლოგებმა გააკეთეს. ისინი გასულ წელს, სოფელ შანკლინთან ნაპოვნ 4 ძვალს რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდნენ და დაადგინეს, რომ ისინი მეცნიერებისთვის აქამდე უცნობ სახეობის წარმომადგენელს ეკუთვნოდა.


ცხოველის სიგრძე სავარაუდოდ 4 მეტრი იყო, ის ორ ფეხზე გადაადგილდებოდა და დაახლოებით 115 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. მეცნიერებმა მას Vectaerovenator inopinatus-ი დაარქვეს.


წყარო - imedinews.ge


კომენტარები:

ფართი შოპი