ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია

14 Aug 2020 14:44

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია მთლიანად ქვეყანაშიც და ორივე დაზარალებულ რეგიონში, მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები, მართვადია და ძალიან ინტენიური გამოკვლევები მიმდინარეობს.


„დღეის მონაცემებით, მესტიის მუნიციპალიტეტში 2800-მდე ნიმუშია გამოკვლეული, დაახლოებით 350 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მესტიაში ინფექცია ძირითადად ლოკალიზებულია ლენჯერის თემში, თუმცა რამოდენიმე შემთხვევა გვაქვს დაბა მესტიაშიც. სასიამოვნოა, რომ მოსახლეობამ, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა მესტიაში, იგრძნეს საფრთხე და მიმართეს მედიკოსებს. 600-მდე ადამიანმა მიმართა და სამს ჰქონდა დადებითი. მოვუწოდებთ მოსახლეობას, ვინც ნამყოფია სვანეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ექნება სიპტომები, აუცილებლად მიმართონ შესაბამის სამსახურებს და დარეკონ 112-ზე და ჩაიტარონ კველვა. ასევე თუ არ აქვთ სიპტომები, მაგრამ აქვთ ინტერესი, შეუძლიან მივიდნენ და ჩაიტრონ PCR-კვლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი