თამარ გაბუნია: თუ სკოლაში ბავშვს თერმოსკრინინგისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას დროებით იზოლირებულ ოთახში მოათავსებენ

14 Aug 2020 16:34

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ სკოლაში თერმოსკრინინგისას ბავშვს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას სპეციალურად მომზადებულ იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ.

 

„ტესტირება, ოჯახის ექიმის კონსულტაცია უფასოა. ამ კუთხით პრობლემა და ბარიერი არ არსებობს. მთავარია, ყურადღებით ვიყოთ და ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომის შემთხვევაში, ნუ წავიყვანთ ბავშვს სკოლაში თუ ის არის ავად. თუ რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე, ან თერმოსკრინინგის დროს, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს სკოლაში შესვლამდე, ბავშვს დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, სკოლაში მომზადებული იქნება იზოლირებული ოთახი შესაფერისი განიავებით, სადაც ბავშვი იქნება დროებით გადაყვანილი, ვიდრე ექიმის გამოძახება და ბავშვის გადაყვანა მოხდება ან ბინაზე, ან სამედიცინო დაწესებულებაში შემდეგი მეთვალყურეობისათვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი