„გვირგვინის“ მეხუთე სეზონში პრინც ფილიპის როლს „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი შეასრულებს

14 Aug 2020 16:59

ბრიტანელი მსახიობი ჯონათან პრაისი, რომელმაც „სამეფო კარის თამაშებში“ უმაღლესი ბეღურის როლი შეასრულა, გვირგვინის მეხუთე სეზონში ითამაშებს.


პრაისი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ მეორეს ქმირის, პრინც ფილიპის როლს შეასრულებს. თავად დედოფალს კი იმელდა სტონტონი განასახიერებს.


პრაისი „სამეფო კარის თამაშების“ უკვე მეორე მსახიობია, ვინც „გვირგვინში“ ფილიპის როლი მოირგო. მესამე და მეოთხე სეზონებში ედინბურგის ჰერცოგს ტობიას მენზისი თამაშობდა, რომელმაც HBO-ს პროექტში ედმურ ტალი განასახიერა.


„გვირგვინის“ მეხუთე სეზონი ეკრანებზე სავარაუდოდ 2022 წელს გამოვა.


წყარო - imedinews.ge


კომენტარები:

ფართი შოპი