მიხეილ რამიშვილი: გადმომეცა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაცია, რომელიც ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს

14 Aug 2020 20:44

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილის ავტომობილის ექსპერტიზაში ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები ამერიკის ფედერალური ბიუროდან.


„დეტალურად ვისაუბრეთ ყველა თემაზე. მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაციები. გადმომეცა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაცია საქმესთან დაკავშირებით, რაც საზღვარგარეთიდან მოთხოვნილ ინფორმაციებს ეხება სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულს. ძალიან მალე ეს მასალები ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს. ამავდროულად მივიღეთ ინფორმაცია, რომ პროკურორი, რომელიც არაეთიკურად ახორციელებდა მოქმედებას, ჩამოშორდა საქმე.


დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არ არის ბოლო, დაიგეგმება ძალიან ხშირი კონტაქტი.


რაც შეეხება ექსპერტიზებს, ავტომობილის ექსპერტიზაში ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები ამერიკის ფედერალური ბიუროდან და მოწვეული იქნება სპეციალური აპარატურა, რომლითაც აქამდე არსებულ შეკითხვებს პასუხი გაეცემა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი