კრისი ტეიგენი და ჯონ ლეჯენდი მესამე შვილს ელოდებიან

14 Aug 2020 20:53

კრისი ტეიგენი და ჯონ ლეჯენდი მალე დიდებულ ხუთეულად იქცევიან, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და სამაგალითო წყვილი მესამე შვილს ელოდება, ამის შესახებ სიახლე კრისიმ და ჯონმა მომღერლის ახალი სიმღერის Wild-ის საშუალებით გაგვიზიარეს.


ვიდეოკლიპი წყვილის რომანტიკული მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს ქვიშიან სანაპიროზე, სადაც დაბრკოლებების მიუხედავად კრისი ტეიგენი და ჯონ ლეჯენდი ერთმანეთთან დასაბრუნებელ გზას პოულობენ, ვიდეოს დასასრულს ტეიგენი და ლეჯენდი ორ შვილთან ერთად დგანან ჰორიზონტის ფონზე, ბოლოს კი კრისის წამოზრდილ მუცელსაც გვაჩვენებენ კადრში.


კრისი ტეიგენის ორსულობა People-თან საუბრისას არა ერთმა წყარომ დაადასტურა. მართალია ტეიგენსა და ლეჯენდს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ სიახლე, თუმცა მათი ახალი ვიდეორგოლი სხვა არაფერია, თუ არა ამ  მნიშვნელვანი ინფორმაციის გულშემატკივრებისთვის გაზიარება.


კრისი ტეიგენსა და ჯონ ლეჯენდს ორი შვილი – 4 წლის ლუნა სიმონე სტეფანსი და 2 წლის მაილს თეოდორ სტეფანსი ჰყავთ. წყვილმა ერთმანეთი 2006 წელს Stereo-ს გადაღებებზე გაიცნო. კრისისა და ჯონს 13-წლიანი ურთიერთობა, შვიდწლიანი ქორწინება და უკვე სამი საერთო შვილი აკავშირებთ ერთმანეთს.




წყარო - regarder. ge 


კომენტარები:

ფართი შოპი