თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას დადებითად აფასებს.
„კარგი შეხვედრა იყო და კმაყოფილი ვარ. ვენდობი ბატონ ირაკლი შოთაძეს, ყველაფერზე გექნებათ პასუხიო”, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ.
მისი თქმით, შეხვედრაზე ამერიკის ფედერალური ბიუროს საქმეში ჩართვის საკითხზე მიიღო პასუხი, რომ FBI საქმეში მეტნაკლებად ჩართულია.