ბრედლი კუპერი და ჯენიფერ გარნერი პაპარაცებმა სანაპიროზე ერთად დააფიქსირეს და ჰოლივუდიც ახალ წყვილზე ალაპარაკდა. ორივე მათგანმა ხმაურიანი განქორწინება გადაიტანა. ჯენიფერმა 2015 წელს 10-წლიანი ქორწინება დაასრულა ბენ აფლეკთან, ბრედლი კი სუპერმოდელ ირინა შეიკს 2019 წელს დაშორდა.
ბრედლი კუპერი და ჯენიფერ გარნერი პაპარაცებმა მალიბუს სანაპიროზე დააფიქსირეს ბრედლის და ირინას ქალიშვილთან, ლეასთან ერთად. მსახიობებს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. ისინი 2001 წელს, სერიალ „ჯაშუშში“ მონაწილეობდნენ.
შესაძლოა, მსახიობები მხოლოდ და მხოლოდ კარგი მეგობრები არიან, თუმცა პაპარაცებმა გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ამ ორის ურთიეთობაში მეგობრობაზე ბევრად მეტი დაგვენახა. ბრედლი კუპერი და ჯენიფერ გარნერი ჭორების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
წყარო - regarder.ge