თენგიზ ცერცვაძე: ჩვენს ექიმებს და ხელისუფლებას ისეთი რეგულაციები არ შემოაქვთ, რაც მიუღებელია საზოგადოებისთვის

14 Aug 2020 21:56

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მოსახლეობამ ვირუსის პრობლემა უკვე დაძლეულად ჩათვალა.


„რაც არ მომწონს, ეს არის, როდესაც ხედავენ რომ ეს პრობლემა (კორონავირუსი) მთლად მორჩენილი არ არის და რეკომენდაციების დაცვისკენ მიუთითებ- ღიზიანდებიან, როგორ თუ ვუთხარით პირბადე ატარონ, ხელები დაიბანონ. ჩვენს ექიმებს და ხელისუფლებას ისეთი რეგულაციები არ შემოაქვთ, რაც მიუღებელია საზოგადოებისთვის, ყველა რეგულაცია, შეიძლება რომელიმე ოდნავ დისკომფორტს ქმნის, მაგრამ არც ერთი მიუღებელი არ არის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი