ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერლა

14 Aug 2020 22:06

ქარელში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე მყოფ ორ მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.


შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.



კომენტარები:

ფართი შოპი