როდესაც რუსთავში, „ინტერნატის“ დასახლებაში მოდის ადამიანი კიდე უფრო ზუსტად ხვდება, რომ ქართული ოცნება რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს - ირმა ნადირაშვილი

16 Aug 2020 02:10

ევროპული საქართველოს რუსთავის და გარდაბნის ნაწილია მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი რუსთავში, "ინტერნატის" დასახლებაში ადგილობრივებს შეხვდა, რომელთაც ავარიული და გაუფორმებელი საცხოვრებელი ბინების პრობლემა აწუხებთ. მათი თქმით ადგილობრივი მთავრობის არაერთგზის დაპირებისა საცხოვრებელი ბინები არ დაუკანონდათ. ირმა ნადირაშვილის განცხადებით - ეს ადგილი ზუსტად ასახავს იმ ვითარებას თუ რატომ უნდა წავიდეს ქართული ოცნება ოქტომბრის არჩევნებში


„აქ არის პრობლემები რომლებიც სხვადასხვა ხელისუფლების მმართველობის დროს ვერ მოგვარდა, არის ერთის მხრივ ავარიული სახლები და იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ ბავშვების გაჩერება სახიფათოა და მეორეს მხრივ, არის დაუკანონებელი სახლების პრობლემა და მე ვაპირებ, რომ კონკრეტულად გავიარო ამ სახლების მისამართები, პრობლემები და მივიდე რუსთავის მერთან, ბატონ ტაბაღუასთან და ვკითხო თუ როდის აპირებს ამ პრობლემების გადაჭრას, რადგან ხალხის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეშია და აქ როდესაც მოდის ადამიანი კიდე უფრო ზუსტად ხვდება, რომ ქართული ოცნება რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს“ - ირმა ნადირაშვილი



კომენტარები:

ფართი შოპი