"ბევრისთვის მამასთან, საყვარელ ბაბუასთან, თეთრწვერიან სათნოებასთან ასოცირდება, ზოგისთვის სატანად და ბოროტების საწყისად..."

08 Jan 2018 13:01


Leon Freeman, ფეისბუქმომხმარებელი:


_როგორც წესი დიდი ადამიანები ისტორიაში შედიან ერთი რომელიმე გამორჩეული ქმნილებით. ქრისტე - ქრისტიანობით, მუჰამედი - მაჰმადიანობით, აინშტაინი - ფარდობითობის თეორიით, რეზერფორდი - ბირთვული ფიზიკით, და ვინჩი - მონა ლიზით, ვაჟა - ვაჟობით. ტოლსტოი ომით და მშვიდობით, დოსტოევსკი - იდიოტით, ბეთხოვენი მე-9 სიმფონიით და ა.შ. რა თქმა უნდა მათ აქვთ სხვა ქმნილებებიც მაგრამ რაღაც გამორჩეული არსებობს, საკრალური, გალაქტიკური. ქვეცნობიერში რომ იბეჭდება წარუშლელად.


ამ ადამიანს სხვა არაფერი რომ არ შეექმნა ამ მარტივი და სადა კომპოზიციის გარდა, მაინც ისტორიაში შევიდოდა. არ აქვს მნიშვნელობა გწამს თუ არა, გამორიცხულია მორალის მქონე ადამიანმა ეს, სულ რაღაც 4 აკორდიანი კომპოზიცია მოისმინო და თვალები არ დაგიწყლიანდეს. ამის მოწმე პირადად ვარ როდესაც უცხოელი სტუმრები გვერდში მედგნენ ლიტურგიაზე.


ბევრისთვის მამად, საყვარელ ბაბუად, თეთრწვერიან სათნოებად ასოცირდება, ზოგისთვის თვით ღმერთად, რაც ყველაზე საშიშია. ზოგისთვის სატანად და ბოროტების საწყისად.


სამწუხაროდ სულ მალე აღარ იქნება იგი და ბევრ ნაგავსაც მიაყრიან მის ხსოვნას, გაუნათლებელ და გაუმაძღარ მღვდლებსაც მას მიაწერენ და ბევრ სხვა რამეს, არადა რაშიც საეროები ვართ პირწმინდად დამნაშავენი.


ბევრი რამ აიწეწება მის შემდეგ. მაგრამ დარჩება ეს კომპოზიცია, დარჩება 21-საუკუნის ტაჯმაჰალის, ეგვიპტური და ატსტეკების პირამიდების, კიევი-პიჩორის ლავრის მსგავსი დარჩება - „სამების ტაძარი“ დარჩება. მსგავსი ხომ არავის შეუქმნია 21-ე საუკუნეში. ეს უკვდავი ქმნილებაც მისი დამსახურებაა.


ურწმუნონი, ანუ ათეისტები არ არსებობენ. აბსოლუტურად ყველას წამს ღმერთის. განსხვავება იმაშია რომ მორწმუნეებს ჯერათ რომ ღმერთი არსებობს, ათეისტებს კი ჯერათ რომ ღმერთი არ არსებობს. ანუ ორივე მხარეს მაინც ჯერა ღმერთის როგორც მოვლენის - ბანალური ჭეშმარიტებაა. მაგრამ რაშიც ყველა ერთ აზრზე ვართ არსებობს მორალი - რასაც ისევ და ისევ ღმერთისკენ მივყავართ.
-------------------
სხვათა შორის ეს გოგოც ისტორიაში შესულია უკვე, როგორც კირიე ელეისონის ასე გულცეცხლოვნად შემსრულებელი.


">


კომენტარები:

ფართი შოპი