საპარლამენტო არჩევნებზე ხალხის ტალღას , ვერ შეაჩერებენ ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსით   მოსყიდვით ზეწოლით და 2020 -ის „არჩევნები იქნება უმძიმესი ფონის შეცვლის გზა -  დავით ბაქრაძე

16 Aug 2020 02:32

შიდა გზა ,სასმელი წყალი, გაზრდილი კრიმინალი , უმუშევრობა, ფასების ზრდა , ეკონომიკური პრობლემები ეს ის საკითხებია რაც  ხონის რაიონში მოსახლეობას აწუხებს. ’’ევროპული საქართველოს’’ ლიდერი დავით ბაქრაძე და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი აკაკი ბობოხიძე სოფელ ახალბედისეულში  მოსახლეობას ადგილზე შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ . დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხალხის ტალღას , ვერ შეაჩერებენ ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსით   მოსყიდვით ზეწოლით და 2020 -ის „არჩევნები იქნება უმძიმესი ფონის შეცვლის გზა.


დავით ბაქრაძის განცხადებით : ’’მთელ საქართველოში მოსახლეობას აწუხებს, სიღარიბე, უმუშევრობა და გაძვირებული ცხოვრება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა არის ქართულ სოფელში. დღევანდელი ხელისუფლება , ’’ქართული ოცნება ‘’ რომელიც მოდიოდა სოფლის აღორძინების ლოზუნგით სინამდვილეში დაამძიმა და გააუარესა სოფლის და სოფლის მაცხოვრებლების მდგომარეობა.  მთელი სოფელი რომ შემოვიაროთ 50 ლარს ვერ მოძებნი , ვერ მოძებნი ადამიანს ,რომელსაც სამსახური აქვს და მუშაობს, ვერ მოძებნი ადამიანს რომელსაც სოციალური დახმარება არ სჭირდება და ამ დროს ძალიან უსამართლოდ აქვთ მოსხნილი დახმარება.ამ, უმძიმესი ფონის შეცვლის გზა არის არჩევნები და ჩვენი ’’ევროპული საქართველოს ’’ ერთ-ერთი მთავარი სამოქმედო გეგმა გახლავთ სოციალური დამხარებების გაორმაგება, პენსიების გაორმაგება , დევნილთა შემწეობების გაორმაგებადა ამითი დამხარება იმ ყველაზე დაუცველი და გაჭირვებული ფენის მიმართ ჩვენი საზოგადოების რომელსაც დღეს არავინ ეხმარება." - განაცხადა დავით ბაქრაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი