გიორგი ვაშაძე ისრაელის ელჩს შეხვდა. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალ "მხარე"-ს "ახალი საქართველო"-დან აცნობეს.
„შევხვდით ისრაელის ელჩს და ვისაუბრეთ, რაღა თქმა უნდა საარჩევნო გარემოზე, რომელიც არის ქვეყანაში, მაგრამ იმ დიდი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რაც არის საქართველოსა და ისრალეს შორის . ისრაელს აქვს განვითარებული ეკონომიკა სოფლის მეურნეობისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება ებრაული ინვესტიციები საქართველოში, რომლებიც სწორედ ამ სექტორებში შექმნიან სამუშაო ადგილებს და დარწმუნებული ვარ ამას აუცილებლად შევძლებთ“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.