საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით ფბ-ზე პოსტს აქვეყნებს.
„დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ფასდაუდებელია მსხვერპლი, რომელიც მან ჩვენი სამშობლოსთვის გაიღო. გიორგი ანწუხელიძის გმირობა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თითოეული ჩვენგანის ვალდებულებას, ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე. დიდება გმირებს!“- წერს ირაკლი კობახიძე ფბ-ის საკუთარ გვერდზე.
საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 36 წელი შეუსრულდებოდა.