ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს ამჯერად ლანჩხუთში შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი წარუდგინა. ლიდერებმა მოსახლეობას სიტყვით მიმართეს, ისაუბრეს, გაზრდილ კრიმინალზე , ინფრასტრუქრტურულ პრობლემებზე, ნეპოტიზმზე და ცვლილებების აუცილებლობაზე. პარტიის თავმჯდომარემ ევროპული საქართველოს კონკრეტული გეგმა გააცნო.
"ძალიან ბევრი პრობლემა არის დაგროვილი ლანჩხუთში, მთელ გურიაში, ადამიანებს აწუხებთ უმუშევრობა, გაზრდილი ფასები, სიღარიბე, კრიმინალი და კარგად ესმით, რომ ამ ყველაფრის შეცვლის ერთადერთი გზა გადის არჩევნებზე. ამიტომ, მე მჯერა, რომ ბევრი ადამიანი მოვა ლანჩხუთშიც, გურიაშიც და მთელ საქართველოშიც, ვისაც უნდა საკუთარი ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ და სწორედ ეს არის ამ არჩევნებზე ევროპული საქართველოს ამოცანა, შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები იმ კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად, რაც აწუხებს ჩვენ მოსახლეობას." - დავით ბაქრაძე