გიორგი გახარია - საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია, ეს დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციასა და რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე

22 Aug 2020 16:51

საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაშურში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც  ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად ხაშურის შემოვლითი გზა გახსნა.


კითხვაზე, რომელიც ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ლავროვის განცხადებას შეეხებოდა, გიორგი გახარიამ ასე უპასუხა:


„საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია, ეს დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციასა და რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ისე საქართველოში,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.



კომენტარები:

ფართი შოპი