ბუკა პეტრიაშვილი: ფეისბუქი, უმეტესწილად ერთმანეთთან ქიშპის და კამათისთვის, კრიტიკის და სამწუხაროდ ყველაზე ხშირად ლანძღვისთვის გამოიყენება!

08 Jan 2018 14:02

ბუკა პეტრიაშვილი,  საქართველოს სახელმწიფო ექსმინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში:


_ფეისბუქს რომ ვუყურებ, შთაბეჭდილება მექმნება, რომ უმეტესწილად ერთმანეთთან ქიშპის და კამათისთვის, კრიტიკის და სამწუხაროდ ყველაზე ხშირად ლანძღვისთვის გამოიყენება ეს სივრცე. არის ბედნიერი და ლამაზი გამონაკლისები - როდესაც სითბოს, სიყვარულს და კეთილ სურვილებს ვჩუქნით ერთმანეთს! მადლობა ჩემო ძვირფასო მეგობრებო! ნამდვილად ღირს ამად ცუკერბერგის ალაგას გაჩერება, რა კეთილი და თბილი, ძლიერი და პოზიტიური ემოციებითაც ვიმუხტები წელიწადში რამდენჯერმე მაინც! შევეცდები ყველას გიპასუხოთ ისეთივე წრფელი და ძლიერი სიყვარულით! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!


კომენტარები:

ფართი შოპი