"ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობას, რაც ქვეყანაში განათლების დონეს კიდევ უფრო განავითარებს"- კახა კახიშვილმა საინგილოს ქუჩაზე მშენებარე საბავშვო ბაღი მოინახულა

22 Aug 2020 19:32

ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა საინგილოს ქუჩაზე მშენებარე საბავშვო ბაღი მოინახულა. აღნიშნულის შესახებ კახიშვილი თავის ოფიციალურ გვერდზე წერს.


"საბავშვო ბაღი 230 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი და სადაც 60 ადამიანი დასაქმდება. აღნიშნულ უბანში საბავშვო ბაღი აქამდე არ ყოფილა და ადგილობრივ მოსახლეობას მოშორებით მდებარე ბაღებით უწევდა სარგებლობა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე. სამშენებლო სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება და პროექტის ღირებულება 2 300 000 ლარია.


ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობას, რაც ქვეყანაში განათლების დონეს კიდევ უფრო განავითარებს."- აღნიშნავს კახიშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი