„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გორის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს

23 Aug 2020 18:45

24 აგვისტოს, 20.00 საათზე, მმართველი პარტია მოსახლეობას გორში, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ხოჯევანიშვილს  წარუდგენს.


წარდგენას “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.


მედია უზრუნველყოფილი იქნება ღონისძიების ამსახველი პირდაპირი ეთერის პარამეტრებით.


ღონისძიების გასაშუქებლად, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტით მოგვაწოდოთ მედიასაშუალების წარმომადგენელთა მონაცემები.



კომენტარები:

ფართი შოპი