სამეგრელოს პოლიციამ სენაკში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

23 Aug 2020 23:17

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის

დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო

ღონისძიებების შედეგად, სენაკში, 8 აგვისტოს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი

გახსნეს. დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი -1957 წელს

დაბადებული რ.გ.


დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, სოფელ

ძველ სენაკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, სახლში მყოფ

პირებს იარაღის მუქარით მობილური ტელეფონები, ასევე, ფული გასტაცა და

მიიმალა.


სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით

ამოიღეს: ყაჩაღური გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი, ასევე,

მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ცალი ვაზნა.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.


მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე

სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.


ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება

სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის

“ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.





კომენტარები:

ფართი შოპი