"ადამიანები, რომლებიც წინასწარ გადაიხდიან განბაჟების საფასურს, უნდა ისარგებლონ 20%-ანი შეღავათით"- ირმა ნადირაძე

24 Aug 2020 00:34

ევროპული საქართველოს რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირმა ნადირაშვილი, ავტოიმპორტიორების პრობლემებზე საუბრობს და პარლამენტს ევროპული საქართველოს ინიციატივას სთავაზობს.


ევროპული საქართველოს რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირმა ნადირაშვილი, იმ პრობლემებზე საბრობს, რომლებიც ავტოიმპორტიორებს აქვთ. მისი თქმით, ადამიანებს, რომლებმაც ავტომობილები 1 მაისის შემდეგ ჩამოიყვანეს, განბაჟების ვადა მარტამდე არ გადაუვადდათ. ამრიგად, მათ შესაძლოა 1000 ლარიანი ჯარიმები დაეკისროთ.


„ჩვენ დღეს ვესაუბრეთ დილერებს, ავტოიმპორტიორებს, რომლებსაც ძალიან დიდი პრობლემა აქვთ იმ ავტომობილებზე, რომლებიც შემოსულია 1 მაისის შემდეგ. მათთვის, განბაჟების ვადები არ გაიზარდა, არ გადავადდა მარტამდე და დღეს გვაქვს ვითარება, როცა ხვალიდან 1000 ლარიანი ჯარიმები შეიძლება დაეკისროთ ასეთი ავტომობილების მფლობელებს. მე ვფიქრობ, რომ მთავრობამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ამასთან დაკავშირებით ზომები.“-აცხადებს ირმა ნადირაშვილი.


ირმა ნადირაშვილის თქმით, ამ ადამიანებისთვის არაფერი არ შეცვლილა, საზღვრები კვლავ დაკეტილია, ეკონომიკა გაჩერებულია, ბაზრები კი მანქანებით სავსეა, ამრიგად ავტოიმპორტიორებს, მანქანის განბაჟების ან ჯარიმების გადახდის შესასლებლობა არ აქვთ.


ასევე, ირმა ნადირაშვილმა ხაზი გაუსვა ევროპული საქართველოს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ადამიანები, რომლებიც განბაჟების საფასურს წინასწარ, გარკვეული დროის მონაკვეთში გადაიხდიან, მათ უნდა ისარგებლონ 20%-იანი შეღავათით განბაჟების საფასურზე.


„კიდევ მინდა გითხრათ ერთი ინიციატივის შესახებ, რომელიც აქვს ევროპულ საქართველოს. ადამიანები, რომლებიც წინასწარ გადაიხდიან განბაჟების საფასურს, უნდა ისარგებლონ 20%-ანი შეღავათით, სწორედ იმგავრი შეღავათით, როგორიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარიმების გადახთასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთავაზობთ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს, რომ დაიწყოს ამ მიმართულებით მუშაობა.“-აცხადებს ირმა ნადირაშვილი.



კომენტარები:

ფართი შოპი