შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, თბილისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის
გამოძიების ფარგლებში, გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემისა და
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ერთი
პირი: 1988 წელს დაბადებული დ.თ. დააკავეს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 2 პირი: განზრახ მკვლელობის
ბრალდებით 1991 წელს დაბადებული გ.ზ. და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის
შეუტყობინებლობის ბრალდებით - 1988 წელს დაბადებული ბ.ბ.
გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცრუ ჩვენების მიცემისა და დანაშაულის
შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 370-ე და 376-ე
მუხლებით მიმდინარეობს.