რომან კაკულია: „საქართველოს ბიზნესგარემოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაუმჯობესებული და დაბალი კორუფციის მაჩვენებლები. მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის მიხედვით, გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 1% ასახელებს ყველაზე დიდ დაბრკოლებად კორუფციას“

28 Aug 2020 03:04

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ  მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის მიხედვით საქართველო ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა. დეპუტატის თქმით, „აღნიშნული მიუთითებს, რომ გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობა კორუფციასთან დაკავშირებულ პრობლემებს ნაკლებად აწყდება.

 

გარდა ამისა, საქართველომ საუკეთესო ადგილი დაიკავა ისეთ მაჩვენებლებში, როგორებიცაა კერძო სტრუქტურების მიერ საჩუქრის გაცემის ფაქტები საოპერაციო ლიცენზიების მოსაპოვებლად და  0%-ს შეადგენს. 0%-ია საჩუქრის ღირებულება, რომლებიც კომპანიებმა უნდა გადაიხადონ, სამთავრობო კონტრაქტის შესანარჩუნებლად. ასევე, 0%-ს შეადგენს კერძო სტრუქტურების მიერ საჩუქრის გაცემის ფაქტები საიმპორტო ლიცენზიების მოსაპოვებლად.

 

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ბიზნესგარემოს არსებობას", განაცხადა რომან კაკულიამ.

 

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი