განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით სტიპენდიატთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

28 Aug 2020 19:10

განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სტიპენდიატთა ყოველწლიური ფორუმი ჩატარდა, რომლის მიზანს სხვადასხვა თაობის სტუდენტთა შეხვედრა და გაცნობა და მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.


ფორუმში მონაწილეობა მიიღეს როგორც კურსდამთავრებულმა სტუდენტებმა, ასევე 2020-2021 სასწავლო წლის სხვადასხვა სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებმა, რომელთაც ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - მაია ცქიტიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მიხეილ ჩხენკელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ სიტყვით მიმართეს და კონკურსებში გამარჯვება მიულოცეს. 

 

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მათ ეფექტური და ნაყოფიერი გამოცდილება ელით:

 

„ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგანაც ჭეშმარიტად განათლებულ საზოგადოებას შეუძლია ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტა. მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო კონკურსში გაიმარჯვეს. ისინი გაემგზავრებიან საზღვარგარეთ და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღებენ განათლებას - მაგისტრისა და დოქტორის ხარისხებს; შემდგომ დაბრუნდებიან საქართველოში და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას მოახმარენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.




კომენტარები:

ფართი შოპი