დავით მათიკაშვილი: ბატონო მიხეილ, თქვენ ვერასდროს გახდებით საქართველოში ვერც პრემიერი და ვერც ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, ეს ამ ცხოვრებაში არ მოხდება

28 Aug 2020 19:45

დავით მათიკაშვილი -  მიხეილ სააკაშვილის "გაბედულ" ნაბიჯს, საქართველოში დაბრუნების შესახებ, ვფიქრობ ენთუზიაზმით შეხვდება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და სუფთა  და ნათელ "კაბინეტს" დაახვედრებს  ციხეში, სადაც დიდი ხნით მოუწევს მას პრემიერობანას თამაში საკუთარ თავთან. 


ამ კარიკატორულმა ფიგურამ პოლიტიკური ველიდან ტრაგი-კომიკურ ჟანრში გადაინაცვლა: ტრაგიკული- მისი მცირერიცხოვანი მომხრეებისთვის, ხოლო კომიკური დანარჩენი საქართველოსთვის. ბატონო მიხეილ, თქვენ ვერასდროს გახდებით საქართველოში ვერც პრემიერი და ვერც ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, ეს ამ ცხოვრებაში არ მოხდება და ეს ყველაზე კარგად იცით თქვენ! თქვენს  საქართველოში შესაძლო დაბრუნებას რაც შეეხება, უდაოდ მისასალმებელი ფაქტია: მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა  ვფიქრობ დაგიფასდებათ სასჯელის მოხდის ნაწილში.



კომენტარები:

ფართი შოპი