29 აგვისტოს, 20.00 საათზე, მმართველი პარტია მოსახლეობას ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს რესან კონცელიძეს და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ტიტე აროშიძეს წარუდგენს.
წარდგენას “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
მედია უზრუნველყოფილი იქნება ღონისძიების ამსახველი პირდაპირი ეთერის პარამეტრებით.
ღონისძიების გასაშუქებლად, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტით მოგვაწოდოთ მედიასაშუალების წარმომადგენელთა მონაცემები.