მეუფე ნიკოლოზი: ეკლესია პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს

29 Aug 2020 01:35

კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ეკლესია პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს.


როგორც მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს.


„მე ვთვლი, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს ამ საქმეებში, მაგრამ, მეორე მხრივ, შეუძლებელია, რადგან ჩვენ ყველანი საზოგადოების ნაწილი ვართ, ჩვენც ადამიანები ვართ.


ვიღაცას ჩვენი მეტად სჯერა, ვიღაცას - ნაკლებად. მე ვცდილობ პოლიტიკური მოსაზრებები საჯარო სივრცეში არ დავაფიქსირო, როგორ არ გამაჩნია, გამაჩნია ჩემი აზრი, მაგრამ ვთვლი, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან უნდა იყოს გამოყოფილი.


თუ ჩარევა მოხდება, ეს არ იქნება სასიამოვნო”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.



კომენტარები:

ფართი შოპი