"რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია" - ეზერვის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში გრძელდება

29 Aug 2020 14:31

 

ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებთან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური რეზერვის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ამჯერად ქალაქ ოზურგეთში, ზუგდიდსა და ბათუმში იმყოფებოდნენ. მათ ადგილობრივებთან შეხვედრები გამართეს და ტერიტორიული რეზერვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. პროგრამამ სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში დიდი ინტერესი გამოიწვია. სამხედრო მოსამსახურეებმა რეგიონების მაცხოვრებლებს რეზერვის პირობები დეტალურად გააცნეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ.




რეკრუტირების მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ online-რეგისტრაცია ეროვნული გვარდიის მობილურ მანქანაშიც გაევლოთ. უახლოეს მომავალში ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მოქალაქეებთან ქალაქ მცხეთაში გაიმართება.

 


ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები 18-50 წლამდე ასაკის მოქალაქეები.


აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია.


რეზერვისტთან გაფორმდება 5 წლიანი კონტრაქტი და მას შეუნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური.


საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში შეადგენს არაუმეტეს 45 დღისა.


რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია.


18 დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტები, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.


საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე ქ. თბილისში, ქ. თელავში, ქ. ბათუმში, და ქ. სენაკში. ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია მისამართზე onlinebct.mod.gov.ge.

 


ცხელი ხაზი: 595 05 06 85, 032 2 75 26 44.

 



კომენტარები:

ფართი შოპი