იმერეთის პოლიციამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი

30 Aug 2020 21:18

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის

პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.


დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ს., 1964

წელს დაბადებული თ.ს., ასევე, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი

მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი - 1982 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1958 წელს

დაბადებული ა.ც.


მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას

ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 26 ივლისს,

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1946

წელს დაბადებული რ.მ.-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი

იარაღის მუქარით რ.მ.-ს ფული და ოქროს სამკაულები გასტაცეს, რის შემდეგაც

შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.


სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების

შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი - ი.ს. თბილისში დააკავეს.

მოგვიანებით კი პოლიციამ ბრალდებულები - თ.ს., გ.ჯ. და ა.ც. მოსამართლის

განჩინების საფუძველზე დააკავა.


სამართალდამცველებმა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ოქროს სამკაულები

ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.


გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,

ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს,

რაც ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ყაჩაღობას

გულისხმობს.



კომენტარები:

ფართი შოპი