პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა, არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა

30 Aug 2020 21:54

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება. პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია. 


ეპიდ. უსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გადავიდა თვითიზოლაციაში.



კომენტარები:

ფართი შოპი