„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, 31 აგვისტოს ხელვაჩაურსა და ქობულეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს

30 Aug 2020 22:36

31 აგვისტოს, 11.00 საათზე, ხელვაჩაურში,  მმართველი პარტია მოსახლეობას  ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ანზორ ბოლქვაძეს  და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ფრიდონ ფუტკარაძეს წარუდგენს.

 

წარდგენას “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.

 

14.00 საათზე, ქობულეთში   „ქართული ოცნება“   ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზაალ მიქელაძეს  და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს  ცოტნე ანანიძის წარადგენს.


კომენტარები:

ფართი შოპი