ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი ანა ნაცვლიშვილი სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაგრძობს საკუთარ კარიერას. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოსტზე ინიშნება.
აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ანა დოლიძე პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმომადგენლად დანიშნა.
ანა ნაცვლიშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობდა, მან ეს თანამდებობა 1 თვის წინ დატოვა. ნაცვლიშვილის კანდიდატურა მანამდე სახალხო დამცველის პოსტზეც განიხილებოდა.
წყარო: accent.com.ge