იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ 2009 წლიდან სხვადასხვა მომსახურების გამო დავალიანება ერიცხებათ ჩამოეწერებათ

31 Aug 2020 20:48

თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანდაზმული დავალიანება (სამი და მეტი წელი) გააჩნიათ 1 მლნ 600 ათასი ლარი ჩამოეწერებათ. ასეთი მოქალაქეების რაოდენობა 1000-მდე ადამიანს შეადგენს. მოგახსენებთ, რომ სამხედრო ჰოსპიტალი უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო მოქალაქეებს ჰოსპიტალი დაფუძნების დღიდან ფასიან სამედიცინო სერვისს სთავაზობს. სამხედრო ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და გააჩნია მომსახურების მაღალი ხარისხი, შესაბამისად, მოქალაქეები ჰოსპიტალს სამედიცინო მომსახურებისთვის ხშირად მიმართავენ. ცხადია, აღნიშნული მომსახურება გარკვეულ ფინანსურ უზრუნველყოფას მოითხოვს და ჰოსპიტალი შემოსავლებს პაციენტებისაგან იღებს. ჰოსპიტალის მიმართ ჯერ კიდევ 2009 წლიდან მოქალქეების გარკვეულ რაოდენობას, რომლებსაც ჰოსპიტალის მომსახურება აქვთ მიღებული დავალიანება ჩამოეწერებათ.



კომენტარები:

ფართი შოპი