"ვინც წელს ვერ შეძლო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, - გული არ გაიტეხოთ"- გიორგი გახარია პირველკურსელებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას ულუცავს

01 Sep 2020 01:52

საქართველოს პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პირველკურსელებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას ულუცავს.


„გილოცავთ პირველკურსელებო, თქვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.


იცოდეთ, რომ თქვენი განათლება ჩვენი ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა!


მათ კი, ვინც წელს ვერ შეძლო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, - გული არ გაიტეხოთ, კიდევ უფრო მეტად მოემზადეთ და მომავალ წელს აუცილებლად მიაღწიეთ მიზანს.


გისურვებთ წარმატებებს, თქვენ საქართველოს საუკეთესო მომავალი ხართ!“, - ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.



კომენტარები:

ფართი შოპი