ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში საარჩევნო სიების დაზუსტებისთვის გაწეულ სამუშაოებს დადებითად აფასებს

01 Sep 2020 14:57

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ (ODIHR EOM) საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას, რომელიც, წინა წლების მსგავსად, კვლავ დადებითად არის შეფასებული.


სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ მონაცემთა ბაზების დახვეწის მიზნით სააგენტომ სამუშაოები განახორციელა ფოტოსაძიებო სისტემის დახმარებით, ბაზიდან დუბლირებული და გარდაცვლილთა მონაცემების პროაქტიულად ამოღებით, მოქალაქეების უფასო დოკუმენტაციით უზრუნველყოფისა და ფოტოების მიღება/განახლებით. ანგარიშის თანახმად, მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას შეხვედრების მონაწილეთა უმეტესობამ ამომრჩეველთა სიების სიზუსტის მიმართ საერთო ნდობა გამოხატა.


ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო გარემოს შესწავლის მიზნით მიმდინარე წლის 3-8 აგვისტოს შეხვედრები გამართეს როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.



კომენტარები:

ფართი შოპი