რატი იონათამიშვილი - ქვეყნის გაზიფიცირების პროექტი მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტია

02 Sep 2020 02:06

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  რატი იონათამიშვილის განცხადებით, ქვეყანის გაზიფიცირება 2013 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს და  2021 წლისთვის 110 ათასი ახალი აბონენტი მიიღებს ბუნებრივ გაზს. ამის შესახებ მან პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის იმ წარმომადგენელთა საპასუხოდ განაცხადა, რომელთა თქმით გაზიფიცირება არ ხდება.

 

„ძალიან განმაცვიფრებელი იყო, რომ  დღეს, სხდომათა დარბაზში ბევრი უტიფარი სიცრუე და ტყუილი ითქვა, მაგალითად, თითქოს ლელოს აქტივისტმა ჩამოხსნა ბანერი, რომელიც სინამდვილეში ჩამოხსნა ბათუმის მერიამ, მაგალითად, ის, რომ გაზიფიცირება თურმე არ ხდება, მაშინ როდესაც 2013 წლიდან მოყოლებული ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და 2021 წლისთვის 110 ათასი ახალი აბონენტი ეყოლება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 


კომენტარები:

ფართი შოპი