ნიკა ქავთარაძე:
ეგეთი კეთილი იდეა მაქვს:
(თუ მოგეწონებათ გააზიარეთ თქვენთანაც <3 <3 <3 )
"ნიკორას" აქვს დაგროვების ბარათი. რაღაცას რომ ყიდულობ, ამ ბარათს ატარებ და ფული გიგროვდება.( ბევრი არა, მაგრამ მაინც გამომდგომია ხოლმე)
ხოდა,
✔ ვირჩევ ერთ სოციალურად გაჭირვებულ ადამიანს, ვისაც საჭმლის პრობლემა აქვს.
✔ ვარჩევ "ნიკორას" ერთ-ერთ სუპერმარკეტს
✔ ვიღებ ერთ ახალ ბარათს
✔ მთელი დღის განმავლობაში, ვინც ამ მარკეტში შემოვა, ვთხოვთ, რომ პროდუქტის შეძენისას, ეს ბარათი გაატაროს.
✔ დღის ბოლომდე ინტერნეტით ვაშუქებთ ამ ამბავს და ვთხოვთ ადამიანებს, მოვიდნენ ამ ფილიალში და შეიძინონ, რაც უნდათ - ოღონდ მერე ეს ბარათი გაატარონ
✔ დღის ბოლოს დავითვლით დაგროვილ თანხას (სავარაუდოდ 100-150 ლარი დაგროვდება მაააააქსიმუმ), "ნიკორაც" დაამატებს იმდენივეს და ამ თანხით ავიღებთ იქვე პროდუქციას, რომელსაც გადავცემთ ამ გაჭირვებულ ადამიანს/ოჯახს.
ხომ ძალიან მარტივია? <3
ხომ არის კეთილი საქმე? <3
ხომ უნდა აწყობდეს "ნიკორას"?
Nikora Supermarket • ნიკორა სუპერმარკეტი, აბა, თქვენ იცით <3