შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა

03 Sep 2020 13:42

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ,
ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ინდოეთის
რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სახელმწიფო
საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთაში ედებათ.

დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად,
უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის
ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ 2020 წლის განმავლობაში,
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთის
მცდელობის ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა სხვადასხვა ქვეყნის 92 მოქალაქე,
მათ შორის: თურქეთის რესპუბლიკის - 35, ინდოეთის - 9, ირანის - 4,
პალესტინის - 4, მაროკოს - 1 და ალჟირის - 1 მოქალაქე.



კომენტარები:

ფართი შოპი