საპატრულო პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავა

03 Sep 2020 14:24

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის

თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო

მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი

ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 2 პირი - 1993 წელს დაბადებული

ლ.ს. და 2001 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს.


დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც თბილისში მდებარე

ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლებად მუშაობდნენ, მიმდინარე წლის 22

აგვისტოს, ამავე ბარის სტუმრების, 1986 წელს დაბადებული ორი პირის -

ი.ფ.-სა და ი.გ.-ს მიმართ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური

ძალადობა განახორციელეს. მომხდარის შედეგად, ი.ფ.-მ და ი.გ.-მ ჯანმრთელობის

დაზიანება მიიღეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ

დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და

„დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.


ასევე, ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა

პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით.



კომენტარები:

ფართი შოპი