ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სოფლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

05 Sep 2020 00:57

"ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სოფლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. დასრულებულია ყველა სოფელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. მათ შორის, სოფელ აბასთუმნის გზა, სადაც გადაადგილების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ ადგილობრივებს "- განაცხადა ,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა აბასთუმანში გამართულ შეხვედრაზე.


აბასთუმანში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიას და იგეგმება სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა.


აბასთუმნის შემდეგ შეხვედრა ურთაშიც   გაიმართა: აქ წლების განმავლობაში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრებ ოთხ ოჯახს  საცხოვრებელი სახლი აუშენდა. საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ჩვენი მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური პროექტია, რომელმაც მძიმე  პირობების მქონე ბევრ ოჯახს შესაძლებლობა მისცა ახალ სახლებში ეცხოვრა” - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


შეხვდრას ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია და ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია დაესწრნენ.



კომენტარები:

ფართი შოპი