ლევან თარხნიშვილი: 31 ოქტომბერს ჩვენ ყველანი მოვახდეთ გარდამტეხ ცვლილებებს და ევროპული საქართველო იქნება ამომრჩევლის კომპასი ამ ცვლილებებისთვის

05 Sep 2020 01:08

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილი საქართველოს ცენტრალური კომისიის მიერ  საარჩევნო ოლქებში დამოუკიდებელი წევრების დანიშვნას ეხმაურება.


ლევან თარხნიშვილის თქმით, ცესკომ არ გაითვალისწინა ეუთოს და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციები და საარჩევნო ოლქებში „დამოკიდებელი“ წევრები დანიშნა, რომლებიც სინამდვილეში  ქართული ოცნების პარტიულ აქტივს წარმოადგენს. თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედებები ქართულ ოცნებას ვერ უშველის ოქტრომბრის საპარლამენტო არჩევნებში და ევროპული საქართველო იქნება კომპასი, რომელიც მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს 31 ოქტომბრის შემდეგ.


„სამწუხარო ტრადიცია გრძელდება. ცესკომ, ისევ არ გაითვალიწინა ეუთოს და ყველა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეკომენდაცია და ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე ირჩევს საარჩევნო ოლქების "დამოუკიდებელ" წევრებს. რეალურად ეს იგივე ქოცაქტივია. მაინც არ გიშველით. 31 ოქტომბერს ჩვენ ყველანი მოვახდეთ გარდამტეხ ცვლილებებს და ევროპული საქართველო იქნება ამომრჩევლის კომპასი ამ ცვლილებებისთვის.“ - აცხადებს ლევან თარხნიშვილი.



კომენტარები:

ფართი შოპი