"საარჩევნო კამპანიას აქტიურად ვაგრძელებთ. ამჯერად, ყვარლის, ტოლენჯის, აფანასიევიასა და გაბრიელ სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს შევხვდით."- წერს "ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
"ერთად ვიმსჯელეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ადგილობრივებს აწუხებთ და რომელთაც სისტემური ცვლილებები სჭირდება, ამიტომ შევჯერდით შემდეგზე - საპარლამენტო არჩევნებში ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ამ პრობლემების მოსაგვარებლად პარლამენტის ტრიბუნას მაქსიმალურად გამოვიყენებ."- წერს კახიშვილი.