შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის
საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი
- 1991 წელს დაბადებული ჯ.ქ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის
ბრალდებით, ბათუმში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ქალაქ ბათუმში, ყოფილ
მეუღლეს -1991 წელს დაბადებულ ლ.დ.-ს. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის
მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.