ირაკლი ღარიბაშვილი: „მსოფლიოში მიმდინარე უხილავი გამოწვევის ფონზე, „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენს ერთობლივ მზადყოფნას, მტკიცედ გავაგრძელოთ საერთო ღირებულებების დაცვა“

07 Sep 2020 19:26

„მსოფლიოში მიმდინარე უხილავი გამოწვევის ფონზე, „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენს ერთობლივ მზადყოფნას, წინააღმდეგობების მიუხედავად, მტკიცედ გავაგრძელოთ საერთო ღირებულებების დაცვა“, - განაცხადა მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. მან მადლობა გადაუხადა სამხედრო სწავლებაში მონაწილე 2700-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც, გლობალური პანდემიის მიუხედავად, სწავლების მთავარმა გზავნილმა - „ძალა პარტნიორობაშია“ გააერთიანა. „მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, აშშ-ის ევროპულ სარდლობას და სწავლებაში მონაწილე საქართველოს, ამერიკის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაური, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.


კომენტარები:

ფართი შოპი