გიორგი გახარია სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე - მობრძანდეს, ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას და საარჩევნო პროცესის ნორმალურ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს

07 Sep 2020 19:35

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს, ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვერავინ და ვერაფერი ვერ დააყენებს ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ საარჩევნო პროცესის ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩატარებას.

 

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს. ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს და ვერავინ და ვერაფერი საარჩევნო პროცესის ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


კომენტარები:

ფართი შოპი