კახა კახიშვილი:
"ვაგრძელებთ წინასაარჩევნო შეხვედრებს. ვაზისუბნის 1-ლი და მე-2 მიკრო რაიონის მაცხოვრებლებს შევხდი. ორივე შეხვედრა ძალიან უშუალო და ამავდროულად პროდუქტიული იყო. სწორედ ამისთვის არის საჭირო მსგავსი შეხვედრები, რათა პირადად მოვუსმინოთ ერთმანეთს და გაგვიმარტივდეს კომუნიკაცია.
დღეს ბევრი თემა განვიხილეთ. თითქმის ყველა აქტუალურ საკითხზე ვისაუბრეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ რაიონში ძველი კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ პრობლემაა და ვიმსჯელეთ თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი.
შევთანხმდით, რომ ტყუილ დაპირებებს არ მოისმენენ და თუ რაიმე პრობლემა ლოკალურ დონეზე არ გვარდება, ყველანაირ შესაძლებლობას გამოვიყენებ რათა, თითოეული მათგანის პრობლემა მოგვარდეს."